წესები და პირობები
პირობები გაფორმებულია შპს „კომოკი"-სა (ს/ნომერი: 415603519) და „ფეთს" პლატფორმის მომხმარებელს შორის.
ერთი მხრივ, შპს „კომოკი" (ს/ნ: 415603519), და მეორეს მხრივ, მომხმარებელი, თანხმდებიან შემდეგზე:
1. მომსახურების სფერო
"ფეთს" პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან პროფილები, გააზიარონ ცხოველებთან დაკავშირებული კონტენტი, იურთიერთონ სხვა მომხმარებლებთან და აღმოაჩინონ თემატური სერვისები. პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციისა და ამ პირობების დადასტურების შემდეგ.
2. ტერმინთა განმარტება
- პლატფორმა — ნიშნავს "ფეთს"-ის ვებსა და მობილურ აპლიკაციას, რომელიც შექმნილია და იმართება შპს „კომოკის" მიერ.
- მომხმარებელი — ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე და სარგებლობს მის ფუნქციებით.
- კონტენტი — მომხმარებლების მიერ გაზიარებული ფოტოები, ვიდეოები, ტექსტები, აუდიოჩანაწერები, კომენტარები, რეაქციები, ლოკაციები, ბმულები და სხვა ციფრული მასალები.
- რეგისტრაცია — პირადი ანგარიშის შექმნა პლატფორმაზე.
- ანგარიში — რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი "ფეთს"-ის პლატფორმაზე.
- წესები და პირობები — წინამდებარე შეთანხმება.
- ავტორიზაცია — მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა წესებისა და პირობების შესაბამისად.
- პერსონალური მონაცემები — მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული პირადი ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი და სხვ.)
- მომხმარებლის თანხმობა — მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
3. რეგისტრაცია და ავტორიზაცია
- პლატფორმის გამოყენება ნებადართულია 13+ ასაკის პირებისთვის. 13-დან 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს სჭირდებათ მშობლის ან მეურვის თანხმობა რეგისტრაციისთვის.
- რეგისტრაციისას მომხმარებელი ადასტურებს წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს და ვალდებულია არ მიითვისოს სხვისი ვინაობა.
- რეგისტრაციისთვის მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია და დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას:
- სახელი და გვარი
- ტელეფონის ნომერი
- ელექტრონული ფოსტა
- ასაკი
- შინაური ცხოველის ჯიში
- ლოკაცია
- ჰობი
- სისტემაში შესასვლელი პაროლი
- თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად
- თანხმობა წესებსა და პირობებზე
4. ანგარიშის მართვა
რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და რეალური ინფორმაცია. აკრძალულია მესამე პირის მონაცემების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, "კომოკი" იტოვებს უფლებას:
- გააუქმოს მომხმარებლის რეგისტრაცია;
- შეუჩეროს ან უარი უთხრას პლატფორმის სერვისებით სარგებლობაზე;
- საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
მომხმარებელი ამავდროულად აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
- რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია არის სრული და სარწმუნო;
- თავად არის სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის მონაცემებს რეგისტრაციის ან ავტორიზაციისთვის;
- არ მიუთითებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ფრაზებს ან გამოსახულებებს;
- დაიცავს პლატფორმაზე განთავსებული მასალის (ლოგო, სურათი, პატენტი, დიზაინი და სხვა) საავტორო და მომიჯნავე უფლებებს;
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის პროფილს უნებართვოდ;
- არ გამოიყენებს მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას ან მოწყობილობას;
- პასუხისმგებელია საკუთარი ავტორიზაციის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე.
შენიშვნა: ნებისმიერი ქმედება მომხმარებლის ანგარიშზე წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას. "კომოკი" არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომით გამოწვეულ ზიანზე. ასეთ შემთხვევაზე მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპანიას.
5. მომხმარებლის ქცევა და საზოგადოებრივი სტანდარტები
მომხმარებელი ვალდებულია:
- დაიცვას პლატფორმაზე მოქმედი საზოგადოებრივი წესები;
- არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო ან შეურაცხმყოფელი ქმედებებისთვის;
- პატივი სცეს სხვა მომხმარებლების ღირსებასა და უსაფრთხოებას.
აკრძალულია:
- ბულინგი, სიძულვილის ენა, მუქარა და დისკრიმინაცია;
- პირადი მონაცემების გამოქვეყნება თანხმობის გარეშე;
- ძალადობრივი, სექსუალური ან შეუფერებელი კონტენტის გაზიარება;
- პლატფორმის გამოყენება დეზინფორმაციის ან ექსპლუატაციის მიზნით.
შესაძლო რეაგირება: დარღვევის შემთხვევაში "კომოკი" უფლებამოსილია:
- გაგზავნოს გაფრთხილება;
- წაშალოს ან შეზღუდოს კონტენტი;
- დროებით ან სრულად შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიში.
"კომოკი" რეგულარულად განაახლებს ქცევის პოლიტიკას მომხმარებელთა გამოცდილებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
6. ცხოველის პროფილის შექმნა
მომხმარებელს შეუძლია შექმნას რამდენიმე შინაური ცხოველის პროფილი. თითოეული მათგანი მკაფიოდ უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც ცხოველის წარმომადგენლობა. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე, მათ შორის ცხოველის პროფილზე ატვირთულ მასალებზე.
7. კონტენტის საკუთრება და გამოყენება
კონტენტი რჩება მომხმარებლის საკუთრებად. ამავდროულად, "კომოკის" გადაეცემა არაექსკლუზიური, უფასო, გლობალური ლიცენზია კონტენტის გამოყენებაზე, პლატფორმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ფარგლებში. აღნიშნული ლიცენზია მოქმედებს კონტენტის წაშლამდე.
8. ანგარიშის უსაფრთხოება
მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების დაცვა. ნებისმიერი არასანქცირებული წვდომის შესახებ იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს "კომოკის".
"კომოკი" არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევით ან ავტორიზაციის დეტალების დაკარგვით/გავრცელებით.
9. პლატფორმის გამოყენების შეწყვეტა/გაუქმება
წინამდებარე პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისა და თანხმობის დადასტურებისთანავე და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე ან "კომოკი"-ის მიერ ანგარიშის დახურვამდე.
ანგარიშის გაუქმება მომხმარებლის ინიციატივით:
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველმიზეზგარეშე, მოითხოვოს თავისი ანგარიშის გაუქმება. "კომოკი" ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა, თუ მომხმარებელს არ გააჩნია:
- კომპანიის მიმართ წარდგენილი მიმდინარე პრეტენზია ან დავა;
- რაიმე სახის ფინანსური დავალიანება.
ასეთ შემთხვევაში, ანგარიში გაუქმდება დაუყოვნებლივ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.
ანგარიშის შეწყვეტა კომპანიის ინიციატივით:
"კომოკი"-ის აქვს უფლება, შეაჩეროს ან გაუქმოს მომხმარებლის ანგარიში შემდეგ შემთხვევებში:
- პლატფორმის წესების ან პირობების დარღვევა;
- უკანონო, მავნე ან ეთიკურად მიუღებელი ქმედება;
- მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ხანგრძლივი არაქტივობა;
- კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში.
კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე ანგარიშის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც განმარტებული იქნება გადაწყვეტილების მიზეზი.
შეზღუდვა პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში:
მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი ანგარიშის გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ "კომოკის"-ს მიმართ უკვე წარდგენილი აქვს ოფიციალური პრეტენზია ან დავა. მსგავსი შემთხვევების გადაწყვეტა მოხდება "კომოკი"-ის სასარგებლოდ, თუ მომხმარებელი ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას განხილვის დასრულებამდე.
შეთანხმების შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზე:
შეთანხმება ასევე შესაძლოა შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან ამ დოკუმენტში განსაზღვრული საფუძვლებით.
10. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
"კომოკი" იცავს მომხმარებლის პერსონალური და ცხოველთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და ამუშავებს მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) მოთხოვნების დაცვით.
დაცვა და უსაფრთხოება:
კომპანია იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა დაცვა შემთხვევითი ან განზრახ უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან.
მონაცემთა კატეგორიები:
კომპანია აგროვებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომხმარებელთან ურთიერთობისა და პლატფორმის სერვისების უზრუნველყოფისთვის.
მომხმარებლის უფლებები:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელს აქვს უფლება:
- მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავების თაობაზე;
- მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დაბლოკვა ან წაშლა;
- უარი განაცხადოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და მოითხოვოს მათი განადგურება;
- მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.
მომხმარებელს აღნიშნული უფლებების გამოყენება შეუძლია წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით.
11. მარკეტინგი
რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას სარეკლამო მასალების, სერვისების განახლებებისა და შეთავაზებების მიღებაზე. GDPR-ის მოთხოვნების შესაბამისად, სარეკლამო მიზნებით მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა ცალკე მიიღება. მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას რეკლამაზე, საკუთარი პროფილის პარამეტრებიდან. "კომოკი" იყენებს მესამე მხარის პლატფორმებს (მაგალითად: Facebook, Instagram, Google Analytics) მომსახურების გაუმჯობესებისა და მარკეტინგული მიზნებისთვის.
12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მომხმარებელს ეკრძალება მესამე პირისთვის გადასცეს საკუთარი ანგარიშის სახელი ან პაროლი. ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი.
მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია:
- საკუთარი მოწყობილობების უსაფრთხოებაზე;
- ინტერნეტ-კავშირისა და ლოკაციის დაცულობაზე;
- ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხო შენახვაზე;
- ფიშინგის, ვირუსებისა და მავნე პროგრამების გამო დამდგარ ზიანზე;
- პლატფორმის გამოყენებისას დამდგარ ნებისმიერ პირად დანაკარგზე.
კომპანია არ აგებს პასუხს:
- მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დამდგარ ზიანზე;
- მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემების სიზუსტეზე ან მის შედეგად დამდგარ შედეგებზე;
- მომხმარებლის ქმედებებით მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე;
- პლატფორმის ტექნიკური პრობლემების ან შეფერხებების შედეგად დამდგარ ზიანზე;
- შეკვეთების გაუქმების ან შეჩერების გამო გამოწვეულ შედეგებზე.
13. გადახდის მეთოდი
ყველა გადახდა ხდება უსაფრთხო, უნაღდო გზით. გადახდისას მომხმარებელი გადადის დაცულ გვერდზე, სადაც შეჰყავს ბარათის ინფორმაცია. "კომოკი" არ ამუშავებს და არ ინახავს ბარათის დეტალებს. წარმატებული გადახდის შემდეგ იგზავნება დადასტურება ელ. ფოსტაზე.
14. პირობების ცვლილება
"კომოკი"-ის აქვს უფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს პირობები. ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. პლატფორმის გამოყენება ნიშნავს დათანხმებას. რეკომენდებულია პირობების პერიოდული გადახედვა.
15. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავების წარმოშობის შემთხვევაში:
- მხარეები პირველ ეტაპზე ცდილობენ მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას;
- მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს წერილობითი სარჩელი მხარდაჭერის არხების მეშვეობით და დაურთოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
- „კომოკი" აღნიშნულ სარჩელს უპასუხებს არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
16. დასკვნითი დებულებები
- არარეგულირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონებით
- თუ რომელიმე მუხლი გახდება არამოქმედი, დანარჩენი ძალაში რჩება
- თარგმნის შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას
- პირობები ძალაში შედის რეგისტრაციით და გაგრძელდება ვალდებულებების შესრულებამდე.